აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - უკანონო, სეპარატისტული მარიონეტული რეჟიმი უნდა დაიშალოს და აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული სომხური ძალები განიარაღდეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - უკანონო, სეპარატისტული მარიონეტული რეჟიმი უნდა დაიშალოს და აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული სომხური ძალები განიარაღდეს

უკანონო, სეპარატისტული მარიონეტული რეჟიმი უნდა დაიშალოს და აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული სომხური შეიარაღებული ძალები განიარაღდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„აზერბაიჯანი იყენებს ზუსტ მართვად საბრძოლო მასალას ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ და, ყველა საშუალებით, თავიდან ირიდებს მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანს. აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური წარმოშობის მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანის კონსტიტუციით და საერთაშორისო ვალდებულებებით. დაშლა და განიარაღება!“, – დაწერა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.