აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - სომხეთთან ორმხრივ დონეზე სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის კუთხით კარგი შედეგებია მიღწეული
სომხეთთან ორმხრივ დონეზე სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის კუთხით კარგი შედეგებია მიღწეული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აბუ დაბის შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა.
„ამ შეხვედრის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო, რომ მასში არ მონაწილეობდა არცერთი შუამავალი ან მესამე მხარე. ეს აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობს მოლაპარაკებების სახით, რომელიც მთლიანად ორმხრივ საფუძველზე ტარდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები სწორედ ამ დონეზე მიმდინარეობდა“, – აღნიშნა ჰიკმეთ ჰაჯიევმა.