აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე – აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მიმართულებით ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადადის

15:38, 31.10.2025

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მიმართულებით ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

„აზერბაიჯანი დიდ ძალისხმევას დებს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების დასამყარებლად“, – წერს ჰაჯიევი სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ვიდეოსაც აქვეყნებს.

მსგავსი