აზერბაიჯანის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიიწვია
აზერბაიჯანის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიიწვია

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მიულოცა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იგი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის ისტორიულ-კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა სფეროში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება.

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც.