აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი - აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ, რთულ პერიოდში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდექით
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი - აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ, რთულ პერიოდში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდექით

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის განცხადებით, მოკლე პერიოდში აზერბაიჯანში ირაკლი ღარიბაშვილის მეორე ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს.

მისივე თქმით, მაღალი დონის კავშირები, ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებაში.

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით აზერბაიჯანში, კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა. მოკლე დროის განმავლობაში თქვენ მეორედ იმყოფებით აზერბაიჯანში, ეს თქვენი მეორე ვიზიტია, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების მაღალი დონის მაჩვენებელია. სასიამოვნო შთაბეჭდილებით ვიხსენებ თქვენი ბოლო ვიზიტის დროს თქვენთან შეხვედრას და საუბრებს. მაღალი დონის კავშირები, ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში.

ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. დამოუკიდებლობის პერიოდში ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობის დონეს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს აქტიური პოლიტიკური დიალოგი“, – განაცხადა ალი ასადოვმა.

ალი ასადოვის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ.

„რთულ პერიოდში ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდექით და თანდგომას ვუწევდით ერთმანეთს. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ურთიერთობების გნავითარებაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ საკითხში თქვენს პოზიციასა და ყურადღებას ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ. აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას. ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში, განსაკუთრებით ეკნომიკურ- სავაჭრო, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტრანზიტის, ინვესტიციებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში მაღალ დონეზეა. ჩვენ მიერ ერთობლივად განხორციელებული, ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები ზრდის ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ალი ასადოვმა.

აზერბაიჯანის პრემიერის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რეგიონის განვითარებაში, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობები გაგვაჩნია – ციფრული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ჯანდაცვა და სხვა სფეროები. ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის ერთობლივი სამთავრობოთაშორისო კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება იყო აუცილებელი. სხვადსახვა მიზეზის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჩატარებულა ეს კომისია. თქვენი ბოლო ვიზტის დროს, თქვენთან შეხვედრისას ჩვენ ამას განსაკუთრებით ხაზი გავუსვით და სამუშაოების დაჩქარებისთვის შესაბამის უწყებებს დავალებები მივეცით. კომისია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ვატარებთ ამ კომისიის სხდომას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საუბრები, მიღებული გადაწყვეტილებები და ხელმოწერილი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფართოებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზერბაიჯაანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით აზერბაიჯანში“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.