აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო კახა კუჭავას უსამძიმრებს
აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო კახა კუჭავას უსამძიმრებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ცნობამ, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შესახებ, ღრმად დამამწუხრა. ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრების სახელით, ვუსამძიმრებ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.