აზერბაიჯანის ხელისუფლება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „სეპარატიზმის ხელშეწყობასა და სომხეთში რევანშისტული ძალების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებს
აზერბაიჯანის ხელისუფლება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „სეპარატიზმის ხელშეწყობასა და სომხეთში რევანშისტული ძალების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებს

აზერბაიჯანის ხელისუფლება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას სეპარატიზმის ხელშეწყობასა და სომხეთში რევანშისტული ძალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, „საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლის უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს რეგიონში არსებული რეალობის დამახინჯებას“.

ბაქოში აცხადებენ, რომ საფრანგეთს აქვს რეგიონის შეზღუდული გაგება და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინა სხდომებზე საფრანგეთის მიერ აზერბაიჯანის იზოლაციის მცდელობის მარცხის მიუხედავად, ამ ქვეყნის შემდეგი მცდელობა, გამოიყენოს უშიშროების საბჭო ამ პოლიტიკის გატარებისთვის, არა მხოლოდ საშიშია, ასევე არ ემსახურება რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებას.

„აზერბაიჯანს არასოდეს ამოუღია მიზანში მშვიდობიანი სომეხი მოსახლეობა. ის მოწოდებულია, განახორციელოს სომხური წარმოშობის მცხოვრებლების რეინტეგრაციის პროცესი ჩვენს საზოგადოებაში და უზრუნველყოს მათი უფლებები და უსაფრთხოება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის განცხადება სომეხი მცხოვრებლების არარსებულ „მასობრივ დეპორტაციაზე“ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამ ქვეყანას სურს, შემდგომი ბრალდებები წაუყენოს აზერბაიჯანს“, – აღნიშნულია განაცხადებაში.