აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორდუბადზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ინფორმაციას სომხეთში უარყოფენ
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ორდუბადის რაიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ინფორმაციას უარყოფს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეპანიანი.