აზერბაიჯანის ცესკო-ს მონაცემებით, ბიულეტენების 54,47 პროცენტის დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ხმების 92,1 პროცენტით ლიდერობს
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ხმების 92,1 პროცენტით ლიდერობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიულეტენების 54,47 პროცენტის დათვლის შემდეგ აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ხმების 92,1 პროცენტით ლიდერობს.
მისივე თქმით, ზაჰიდ ორუჯმა მიიღო ხმების 2,2 პროცენტი, რაზი ნურულაევმა – 0,79 პროცენტი, ფაზილ მუსტაფამ – 1,99 პროცენტი, ელშად მუსაევმა – 0,66 პროცენტი, გუდრათ ჰასანგულიევმა – 1,78 პროცენტი და ფუად ალიევმა – 0,48 პროცენტი.
ამომრჩეველთა სიაში ექვსი მილიონ 478 ათას 623 ადამიანია. ქვეყნის მასშტაბით 6 537 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნებზე დასაკვირვებლად 90 000-ზე მეტი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული.