აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

20:27, 17.02.2020

აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მიტინგში დეპუტატობის კანდიდატები და ოპოზციის აქტივისტები მონაწილეობდნენ. დემონსტრანტებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს.

აქციაზე იმყოფებოდნენ დეპუტატობის კანდიდატები ხალიდ ბაგიროვი, ბახტიარ გაჯიევი, ნურლან ჯალილი და სხვები.

მოგვიანებით აქციაზე პოლიცია გამოჩნდა, რომელმაც დემონსტრანტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან გაიყვანა.

აქციის პარალელურად, ცესკო-ში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც არჩევნების დროს დაფიქსირებული საჩივრები განიხილეს. სხდომის ბოლო ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ რამდენიმე ოლქში დაფიქსირებული საჩივრების შემოწმება დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხ ოლქში არჩევნების შედეგები გააუქმა.

აზერბაიჯანში 9 თებერვალს გამართულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ კენჭისყრის დღეს უამრავი დარღვევა გამოვლინდა და არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს.

მსგავსი