აზერბაიჯანი, თურქეთი და უზბეკეთი სამხედრო წვრთნებს ყარაბაღში, ნახჭევანსა და კასპიის ზღვაში ჩაატარებენ
აზერბაიჯანი, თურქეთი და უზბეკეთი სამხედრო წვრთნებს ყარაბაღში, ნახჭევანსა და კასპიის ზღვაში ჩაატარებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეტაპიანი წვრთნები ჩატარდება აზერბაიჯანის არმიის ყარაბაღის რეგიონში, „გიზილგაიას“ სასწავლო ცენტრში, ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, „ყარაბაღლარის“ სასწავლო ცენტრში, ასევე კასპიის ზღვის აკვატორიაში მდებარე „ბოიუკ-ზირას“ სასწავლო ზონაში.
წვრთნებში ჩართული იქნება პირადი შემადგენლობა, საბრძოლო ტექნიკა, საზღვაო და საჰაერო საშუალებები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. სამხედრო სწავლების მიზანია ერთობლივი ოპერაციებისთვის მზადყოფნის დონის ამაღლება, ჯარების კოორდინაციისა და მომზადების პროცედურების სტანდარტიზება, ასევე ქვედანაყოფების ახალი საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესება.
წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში ჩავიდა თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და საავიაციო ტექნიკა.