აზერბაიჯანი სომხეთს სატრანსპორტო საშუალებებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანი სომხეთს სატრანსპორტო საშუალებებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხეთს ყაზახის რაიონის ავტომაგისტრალზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სოფლების – აბასბეილის, ფარახლის და მაზამის მიმართულებით მიმავალ სამხედრო და სამოქალაქო ტრანსპორტს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით და სნაიპერული შაშხანებით გაუხსნა ცეცხლი.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასასზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის დანაყოფი, იჯევანის რაიონის სოფელ ბერკაბერის მახლობლად იყო დისლოცირებული. ბაქოში ამბობენ, რომ ინციდენტის გამო, ავტომაგისტრალზე მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციების წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლი გაიხსნა, რის შემდეგაც ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგა.