აზერბაიჯანი სომხეთს სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანში ბრალდებებს უარყოფენ
აზერბაიჯანი სომხეთს სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანში ბრალდებებს უარყოფენ

აზერბაიჯანი სომხეთს სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანში ბრალდებებს უარყოფენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გუშინ სომხეთის სამხედრო ფორმირებებმა 19-ჯერ გახსნეს ცეცხლი ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანულ მხარეს დანაკარგები არ არის, ხოლო მომხდარის გამო, მიღებულია შესაბამისი ზომები.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქო მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება სტაბილურია და იმყოფება სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ.