აზერბაიჯანი სომხეთის არმიის პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნას უარყოფს
აზერბაიჯანი სომხეთის არმიის პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნას უარყოფს

აზერბაიჯანი სომხეთის არმიის პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნას უარყოფს. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.

„სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოსდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის პოზიციებს გეღექუნიკის რაიონში და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომ საპირისპირო მხარის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სომეხი ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინციდენტი უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა. აზერბაიჯანული მხარეს მომხდარში არანაირი წვლილი არ მიუძღვის“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლის შედეგად სომეხი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა.