აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ საფრენ-ტაქტიკურ სამხედრო წვრთნებს, „ტურაზ ქარტალი 2019“-ს ატარებენ. ორი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს შორის თანამშრომლობის შესაბამისად, აზერბაიჯანისა და თურქეთის საფრენმა აპარატებმა ერთობლივი წვრთნები 2 სექტემბერს დაიწყეს.
სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას ორი ქვეყნის 30 სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს, მათ შორის თვითმფრინავები: „მიგ-29“, „ეფ-16“, „სუ-25“ და „პე-235“, ასევე ვერტმფრენები: „მი-35“, „მი-17“, „სიკორსკი იუეიჩ-70“, „სიეიჩ-47 ჩინუკი“ და „ატაკ/ეიაიჩ-1ვე“.
სამხედრო წვრთნებში აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების, თურქეთის მხრიდან კი სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო და სახმელეთო ძალების საშუალებები იქნება გამოყენებული.
ერთობლივი სწავლება 16 სექტემბერს დასრულდება.