აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა განჯაში არეულობის მონაწილე 10 ადამიანი დააკავეს, ერთი ლიკვიდირებულია

12:56, 13.07.2018

აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ განჯაში 10 ივლისს მომხდარი არეულობის მონაწილე 10 ადამიანი დააკავეს. ერთი კი ლიკვიდირებულია.

სამშაბათს გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციის დაშლისას არეულობა დაიწყო, რა დროსაც  პოლიციის ორი ოფიცერი ცივი იარაღით მოკლეს. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აქცია რადიკალური რელიგიური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.

თავის მხრივ, საპროტესტო აქცია დაპატიმრებული იუნის საფაროვის გათავისუფლების მოთხოვნით იმართებოდა. მას 3 ივლისს განჯის მერზე თავდასხმაში ედება ბრალი.

განჯის მერს ელმარ ვალიევს ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად ის და მისი პირადი დაცვის წევრი დაშავდნენ.

მსგავსი