აზერბაიაჯანში „კოვიდ-19“-ის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი ადამიანი გარდაიცვალა
აზერბაიაჯანში „კოვიდ-19“-ის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიაჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 31 560 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 441 ადამიანი, ვირუსისგან 25 168 პაციენტი განიკურნა.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 5 951 ადამიანი მკურნალობს.