აზარს კარიერის გაგრძელების სამი ვარიანტი აქვს - MLS, ბრაზილია და საუდის არაბეთი #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, ედენ აზარს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი გამოუჩნდა, – ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი AS-ი.
წყაროს ცნობით, აზარის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს MLS-ი, ბრაზილია და საუდის არაბეთი. ჩრდილოამერიკულ ლიგაში ბელგიელი აინტერესებს „ვანკუვერს“, ბრაზილიის ჩემპიონატში – „ბოტაფოგოს“.
აღნიშნავენ, რომ აზარმა უკვე მიიღო შეთავაზება საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბიდან.
30 ივნისიდან ედენ აზარი თავისუფალი აგენტის სტატუსითაა მას შემდეგ, რაც „რეალთან“ მისი კონტრაქტი ამოიწურა. 2022-23 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.