აზაროვი Whoscored-მა ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა #1TVSPORT
დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი, ირაკლი აზაროვი 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ანალიზისა და სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა დაასახელა.
უკრაინულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილით დაასრულ და ევროსეზონს ევროპა ლიგაზე განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ამ მატჩებში (2 მატჩი გამოტოვა) საშუალოდ 7,0 ქულა მიიღო, რაც ამ პოზიციაზე ყველაზე მაღალი შეფასება აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკურმა ვებგვერდმა H ჯგუფის სიმბოლურ გუნდში ძირითადად ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასული „ბარსელონასა“ (4) და „პორტუს“ (5) მოთამაშეები დაასახელა, რჩეულთა შორის დონეცკის „შახტარის“ მხოლოდ ორი წევრი მოხვდა – აზაროვის გარდა, რჩეულებშია მეკარე დმიტრო რიჟიკი.
20 წლის აზაროვმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სეზონი ითამაშა, ჯგუფურ ეტაპზე ოთხი მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემა შეასრულა „ბარსელონასთან“ სტუმრად (1:2) წაგებულ შეხვედრაში.