მადრიდის „რეალის“ შემტევმა ედენ აზარმა, შესაძლოა, მომავალი წლის ზაფხულში დაასრულოს კარიერა, – ეს ინფორმაცია გამოცემა Relevo-მ გაავრცელა.
ბოლო რამდენიმე თვეა, 32 წლის ბელგიელი თამაშის დამთავრებაზე ფიქრობს „რეალთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ. ეს 2024 წლის ზაფხულში მოხდება.
ჯერჯერობით აზარს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება საკუთარ მომავალზე, მაგრამ მზად არის, განიხილოს წინადადება, რომელიც ისევ მოუტანს თამაშისგან სიამოვნებას.
ბელგიელ ფეხბურთელს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა აშშ-დან და საუდის არაბეთიდან, მაგრამ ჯერ მოლაპარაკებები არ ყოფილა.
მიმდინარე სეზონში ბელგიელს მხოლოდ ერთი შედეგიანი პასი აქვს ლა ლიგის ხუთ მატჩში.