აწყური-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აწყური-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ96 (აწყური- ვალე) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.