ავტრალიის პრემიერ-მინისტრი - ავსტრალია ჩრდილოეთ კორეის გემებს მონიტორინგს გაუწევს
ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო ჩრდილოეთ კორეის სიახლოვეს სამხედრო ხომალდებს გაგზავნის. ავტრალიის პრემიერ-მინისტრ მალკოლმ ტარნბოლის განცხადებით, მათი მიზანია ჩრდილოეთ კორეის ხომალდების გაკონტროლება, რომლებიც საზღვაო ვაჭრობას უკანონოდ, გაერო-ს მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ახორციელებენ.
ბალისტიკური რაკეტების წარმატებით გამოცდის საპასუხოდ, 2017 წელს გაერო-მ ფხენიანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გაიყინა ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წევრების და მათი მოკავშირეების ანგარიშები. შავ სიაში ჩინეთისა და რუსეთის რამდენიმე მოქალაქეც მოხვდა. მოგვიანებით, მეორე რეზოლუციის შედეგად შეიზღუდა ქვანახშირის ექსპორტი, ხოლო მესამედ ამოქმედებულმა სავაჭრო და ეკონომიკურმა სანქციებმა ჩრდილოეთ კორეა სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცია.
2018 წლის თებერვალში ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ რუსეთისა და ჩინეთის ხელშეწყობით ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი სანქციების გვერდის ავლით საზღვაო ვაჭრობას მაინც ახორციელებს.