ავტომწარმოებელი კომპანია „ნისანი“ ბარსელონაში ქარხანას ხურავს
ავტომწარმოებელი კომპანია „ნისანი“ ბარსელონაში ქარხანას ხურავს

ავტომწარმოებელი კომპანია „ნისანი“ ბარსელონაში ქარხანას ხურავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის მთავრობაზე დაყრნდობით ავრცელებს.

ბარსელოანში ქარხნის დახურვის გამო სამსახურის გარეშე სამი ათასამდე ადამიანი რჩება.

მაისის დასაწყისიდან „ნისანის“ საწარმოს თანამშრომლები ბარსელონაში საპროტეტსო აქციებს მართავენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშავს, ბარსელონაში „ნისანის“ საწარმოს დახურვა სეროზული დარტყმაა ესპანეთის ეკონომიკისთვის, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ისედაც დაზარალებულია.

ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ქარხნის დახურვა კომპანიას ერთი მილიარდი ევრო დაუჯდება. ამიტომ ესპანეთის ხელისუფლება იაპონურ ავტომწარმოებელს ურჩევს, საწარმოში ინვესტირება უფრო იაფი ალტერნატივა იქნებოდა.

საწარმოს დახურვა იაპონური ავტომწარმოებელის რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია.

ავტომწარმოებელმა პარტნიორმა კომპანიებმა „ნისანმა“, „რენომ“ და „მიცუბიშიმ“ 27 მაისს განაცხადეს, რომ გლობალური წარმოების რეორგანიზება ხარჯების დაზოგვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სურთ.