ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ვ.ფ. სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ დაეუფლა 1993 წელს დაბადებული მ.მ.-ს კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მყისიერად მოხდა ავტომობილის ადგილსამყოფელის დადგენა, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.