ქართველი მოჭიდავეების ორი ოქრო პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე
ქართველი მოჭიდავეების ორი ოქრო პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე

ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია, ფინალში ქართველმა ფალავანმა აშკარა უპირატესობით 12-1 გაანადგურა ჩინელი ვეი ვუ.

ოქროს მედალი მოიპოვა ელიზბარ ოდიკაძემაც (97კგ.), რომელმაც  ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ვადაზე ადრე – 12-0 დაამარცხა ყაზახი მამედ იბრაგიმოვი.

ვერცხლის მედალს დასჯერდა ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი. ახალ 65 კგ. კატეგორიაში გადაბარგებულმა ხინჩეგაშვილმა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით წინა დღით მიღებული მცირე ტრამვის გამო აღარ გარისკა ფინალში რუს მეტოქესთან გამოსვლა.

საქართელოს ნაკრებისთვის „ციოლკოვსკის“ ტურნირი 20-28 ოქტომბერს ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი სასტარტო შეჯიბრებაა.

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია