ავთანდილ კენჭაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია | ბუქარესტი 2018
ბუქარესტში 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) ტურნირის ფინალში გავიდა სადაც რუმინელ ვასიოლიოგლოს შეხვდება.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ ბიზოევს 4-2 მოუგო.
როლანდ ანდრიაძემ (125 კგ.) ნახევარფინალური პაექრობა ამერიკელ ჰემიდასთან დათმო და ხვალ ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.
ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ირაკლი მწითურიც (92 კგ.), რომელიც ხვალ ასპარეზობას დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს.