ავთანდილ ცინცაძე - ტურნირის სტარტი წარმატებული გამოდგა, ფინალში ხუთი სამბისტი გვყავს | მინსკი 2019 [ვიდეო]
ავთანდილ ცინცაძე - ტურნირის სტარტი წარმატებული გამოდგა, ფინალში ხუთი სამბისტი გვყავს | მინსკი 2019 [ვიდეო]

რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე, რომელსაც ბელორუსის დედაქალაქი მინსკი მასპინძლობს, ქართველ სამბისტებს წარმატებული სტარტი ჰქონდათ და 18:00 საათიდან ოქროს მედლისთვის ხუთი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს.

პირველი ბლოკის დასრულების შემდეგ, საქართველოს პირველ არხთან კომენტარი საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა გააკეთეს.