ავთანდილ ასათიანი - ბელარუსთან მეორე შეხვედრაში მეტ ექსპერიმენტს ჩავატარებთ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ბელარუსთან მეორე შეხვედრაში მეტ ექსპერიმენტს ჩავატარებთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მზადებას აგრძელებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ბელარუსთან დაგეგმილი ორ ამხანაგურ შეხვედრიდან პირველი 1:1 დაასრულა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და გოლის ავტორმა, გიორგი ღავთაძემ თამაშზე ილაპარაკეს.

„როდესაც მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადები, ასეთ თამაშებში შედეგი მეორე რიგში გადადის. უფრო მეტ ყურადღებას შეთამაშებას და ტაქტიკურ სიახლეებს უთმობ. ძიებაში ვართ, მეორე შეხვედრაში კიდევ უფრო მეტ ექსპერიმენტს ჩავატარებთ და შანსი იმ მოთამაშეებს მიეცემათ, რომლებსაც პირველ მატჩში მონაწილეობა არ მოუწიათ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

გიორგი ღავთაძე, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი:

„თამაში სწრაფი გოლით დავიწყეთ და შეგვეძლო, შეცდომა არ გაგვეშვა და შეხვედრა მოგვეგო. მთავარია, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით -ვფიქრობ, ასეთი თამაშები მწვრთნელს საშუალებას აძლევს, რომ ყველანაირი ტაქტიკა და შემადგენლობა მოსინჯოს“.

საქართველო – ბელარუსის ფუტსალის ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა დღეს, 4 სექტემბერს ისევ ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.