ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები, ვიდრე ოდესმე, ეს არის ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები, ვიდრე ოდესმე, ეს არის ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ შალენბერგის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები.

მისივე თქმით, ეს ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი იქნება.

„მიმაჩნია, რომ ევროკავშირის მიდგომა დასავლურ სამყაროსთან ერთად დგომასთან დაკავშირებით სწორია. ჩვენ განვიხილავთ სანქციების მეექვსე პაკეტს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ასე რომ, ეს არის ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი და მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას. იმედია, რუსეთის ხელმძღვანელობა მიხვდება, რაც მათ გააკეთეს და მიხვდება, რომ საკუთარ იზოლირებას ახდენენ საერთაშორისო სამყაროში. ჩვენ, ავსტრიელები არ ვართ ნატო-ს წევრი და სრულფასოვნად ვცემთ პატივს, რომ ფინეთი, შვედეთი ფიქრობენ ნატო-ში გაწევრიანებაზე, რაც ალბათ ძალიან სწრაფად მოხდება, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილებაა და არა ჩვენი. ავსტრია კვლავ ნეიტრალური ქვეყანა იქნება. რეალურად, ეს არის ძლიერი ნიშანი რუსეთის პრეზიდენტისთვის. მან ნატო უფრო აქტუალური გახადა და მიაღწია იმას, რომ ეს ორი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანდება“, – განაცხადა ალექსანდრ შალენბერგმა.