ავსტრიის რამდენიმე რეგიონში სრული ლოკდაუნის დაწესება იგეგმება
ავსტრიის რამდენიმე რეგიონში სრული ლოკდაუნის დაწესება იგეგმება

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ავსტრიის რამდენიმე რეგიონში სრული ლოკდაუნის დაწესება იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინი იმ რეგიონებში გამოცხადდება, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობაა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 15 145 ახალი შემთხვევა. ბოლო ქვეყანაში ყველაზე ბევრი 9 586 შემთხვევა გასულ წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც ავსტრიაში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში მოსახლეობის 66%-ია სრულად ვაქცინირებული, რაც დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ ავსტრიაში ახალი ზომები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აუცრელი ადამიანებისთვის კარანტინი დაწესდა.