ავსტრიის მოქმედი კანცლერი ალექსანდრ შალენბერგი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებს
ავსტრიის მოქმედი კანცლერი ალექსანდრ შალენბერგი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებს

ავსტრიის მოქმედი კანცლერი ალექსანდრ შალენბერგი გადადგომას აპირებს. მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერი და მთავრობის მეთაური ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს.

როგორც შალენბერგი აცხადებს, ის დატოვებს თანამდებობას მაშინ, როდესაც ავსტრიის სახალხო პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ავსტრიის მმართველი პარტიის მეთაური სებასტიან კურცი იყო, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას ტოვებს. ეს განცხადება კურცმა კორუფციის შესახებ ბრალდების ფონზე გააკეთა. მას ავსტრიული გაზეთის მოსყიდვაში სდებენ ბრალს.

ალექსანდრ შალენბერგი ავსტრიის კანცლერად სებასტიან კურცის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის ავსტრიის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა.

ავსტრიის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობის სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება, სადაც ახალი თავმჯდომარე უნდა დაასახელონ. მედიის ცნობით, ის ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰმერა იქნება.