ავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა
ავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

კუცმა მთავრობის მეთაურობა ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე შალენბერგს შესთავაზა.

რამდენიმე დღით ადრე, კურცის გადადგომა მოითხოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში – ავსტრიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPA), ლიბერალურმა პარტია „ახალმა ავსტრიამ“ და მემარჯვენე პოპულისტურმა „ავსტრიის თავისუფლების პარტიამ“ (APS).

ავსტრიის პროკურატურამ, რომელიც ანტიკორუფციულ საქმეებს იძიებს, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იძიებს სებასტიან კურცისა და კიდევ ცხრა სხვა პირის საქმეებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ნდობის ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და კორუფციაში. გამოძიების თანახმად, 2016 წლიდან 2018 წლამდე ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენა საბიუჯეტო სახსრები ავსტრიულ გაზეთში რეკლამების დასაფინანსებლად, რაც კურცის პარტიისათვის მომგებიანი გამოკითხვის განთავსებას ისახავდა მიზნად. ითვლება, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, რომელიც კურცს საშუალებას მისცემდა, ჯერ ავსტრიის სახალხო პარტიის სათავეში მოსულიყო, ხოლო მოგვიანებით კანცლერის თანამდებობა დაეკავებინა.