ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეცხრე ეტაპი ავსტრიაში “რედ ბულის” ჰოლანდიელი პილოტის მაქს ფერსტაპენის მოგებით დასრულდა.
მან სტარტი მეოთხე პოზიციიდან აიღო და შეძლო ამ სეზონში პირველად და კარიერაში მეოთხედ მოგება. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც “მერსედესის” პილოტებს – ვალტერი ბოტასსა და ლუის ჰემილტონს ტექნიკური პრობლემები შეექმნათ და მე-14 და 65-ე წრეზე გამოეთიშნენ ბრძოლას.
ფერსტაპენი 25-ე წრეზე ჩაუდგა სათავეში რბოლას და “ფერარის” პილოტების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, პირველი მივიდა ფინიშთან. მეორეზე გავიდა კიმი რაიკონენი, მესამეზე – სებასტიან ფეტელი.
ავსტრიის გრანპრის შემდეგ, კიდევ ერთხელ შეიცვალა ლიდერი საერთო ჩათვლაში: ფეტელი პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს ჰემილტონს.
შემდეგი რბოლა ერთი კვირის შემდეგ, ბრიტანეთში გაიმართება.