ავსტრიის ფინანსთა მინისტრი – ავსტრიამ რუსეთიდან სანქცირებულ პირებთან დაკავშირებული თითქმის ორი მილიარდი ევროს აქტივები გაყინა
BRUSSELS, BELGIUM - MARCH 15: Magnus Brunner, Austrian Minister of Economy, attends the Economic and Financial Affairs Council (ECOFIN) meeting in Brussels, Belgium on March 15, 2022. (Photo by Dursun Aydemir/Anadolu Agency via Getty Images)
ავსტრიამ რუსეთიდან სანქცირებულ პირებთან დაკავშირებული თითქმის ორი მილიარდი ევროს აქტივები გაყინა, – ამის შესახებ ავსტრიის ფინანსთა მინისტრი მაგნუს ბრუნერი „ტვიტერზე“ წერს.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტურად გამოყენება ავსტრიის, ევროპისა და აშშ-ს ინტერესებშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთის სანქციებს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ და ომის დაწყების დღიდან თითქმის ორი მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური აქტივები გავყინეთ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ბრუნერმა, ასევე აღნიშნა, რომ, უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეგახსენებთ, 2022 წლის მაისში ავსტრიის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსების კუთვნილ 254 მილიონი ევროს აქტივებს მიაკვლია.