ავსტრიის ელჩი ნავთობკომპანია „ოემვეს“ მიერ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების დაწყებას მზარდი ინვესტიციებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს
ავსტრიის ელჩი ნავთობკომპანია „ოემვეს“ მიერ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების დაწყებას მზარდი ინვესტიციებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს

ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია „ოემვეს“ ​საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებს. აღნიშნულ ფაქტს საქართველოში ავსტრიის ელჩი არად ბენკო „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება.

„OMV Petrom შავ ზღვაში, საქართველოს შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევის ტენდერის გამარჯვებულია. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მზარდი და უფრო მეტად დივერსიფიცირებული ინვესტიციებისკენ საქართველოში“, – წერს არად ბენკო.