ავსტრიაში წარმოშობით ჩეჩენი თავშესაფრის მაძიებელი მოკლეს
ავსტრიაში წარმოშობით ჩეჩენი თავშესაფრის მაძიებელი მოკლეს

ავსტრიაში წარმოშობით ჩეჩენი თავშესაფრის მაძიებელი მოკლეს. მკვლელობა ვენის მახლობლად მდებარე ქალაქ გერასდორფში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა. გარდაცვლილი 43 წლის მამაკაცია. ის თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ავსტრიის სპეცრაზმმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალაქ ლინცში დააკავა. ავსტრიული მედიის ცნობით, დაკავებული ასევე წარმოშობით ჩეჩენი რუსეთის მოქალაქეა.

გამოცემა „კავკაზ რეალიის ცნობით, მოკლული სავარაუდოდ ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვია, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. მას ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ არხი ჰქონდა სახელწოდებით „ანზორი ვენიდან“.