ავსტრიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს
ავსტრიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

ავსტრიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. აქცია ვენაში გაიმართა.

მიტინგში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი კარანტინის ზომების გაუქმებას ითხოვდნენ.

დემონსტრანტების თქმით, პირბადებიის ტარების ვალდებულება უნდა მოიხსნას, რადგან ეს კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტური გზა არ არის. აქციის მონაწილეები ვენის ოპერის უკან მდებარე მოედანზე შეიკრიბნენ და ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ.

მიტინგი ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც მომიტინგეები პოლიციამ დაშალა. დაკავებულები არ არიან. მიტინგის ორგანიზატორები იმუქრებიან, რომ აქციებს არ შეწყვეტენ. ავსტრიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები უკვე ერთი თვეა მოქმედებს. არ მუშაობენ კაფეების და რესტორნები. დახურულია სკოლები. გასულ კვირას ავსტრიაში პატარა მაღაზიები გაიხსნა. ავსტრიაში კორონავირუსის 530 ადამიანი ემსხვერპლა.