ავსტრიაში კორონავირუსის 7 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
BRAZIL - 2020/03/20: In this photo illustration the Covid-19 virus (coronavirus) displayed on a smartphone screen. (Photo Illustration by Rafael Henrique/SOPA Images/LightRocket via Getty Images)
ავსტრიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი 7 416 ადამიანს დაუდასტურდა, 41 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 125 099 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1 227 ადამიანი გარდაიცვალა.