ავსტრიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ჩატარებული რეიდების დროს 30 ადამიანი დააკავეს

14:19, 09.11.2020

ავსტრიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ჩატარებული რეიდების დროს 30 ადამიანი დააკავეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, დაკავებულებს ვენაში გასულ კვირას განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.

პროკურატურის განცხადებით, სპეცოპერაცია მიმართული იყო პალესტინური მოძრაობა „ჰამასისა“ და „მუსლიმთა საძმოს“ წევრებისა ან მხარდამჭერების წინააღმდეგ. სამართალდამცველებმა რეიდები 60 ადგილას ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა საცხოვრებელ ბინებსა და სახლებში, ასევე ბიზნეს დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში ავსტრიის ოთხ პროვინციაში.

მსგავსი