ავსტრიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

16:16, 25.02.2020

ავსტრიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულია ორი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი იტალიიდან, ლომბარდიიდან არის.

პაციენტებს ტემპერატურის მატება აღენიშნებათ. ისინი ინსბრუკის ინფექციურ განყოფილებაში არიან იზოლირებული.

ამასთან, ახალი კორონავირუსი ხორვატიაშიც დაფიქსირდა.

მსგავსი