ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საფრანგეთს აქვს უფლება, იყოს გაბრაზებული წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებით
ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საფრანგეთს აქვს უფლება, იყოს გაბრაზებული წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებით

ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კევინ რუდის განცხადებით, საფრანგეთს აქვს სრული უფლება, იყოს გაბრაზებული წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებით.

კევინ რუდმა გააკრიტიკა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადება, რომ აშშ-სთან და ბრიტანეთთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულება დააკმაყოფილებს ავსტრალიის ეროვნულ ინტერესებს, განსაკუთრებით ჩინეთის მზარდი საფრთხის გათვალისწინებით.

რუდმა თქვა, რომ როდესაც ის ხელისუფლებაში იყო ათი წლის წინ, ჩინეთის მხრიდან საფრთხე უკვე იყო მთავარი პრიორიტეტი და საფრანგეთთან წყალქვეშა ნავებზე პირველადი შეთანხმების მთავარი მიზეზი.

ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამერიკის წინადადებაზე პირდაპირ დათანხმების ნაცვლად, კანბერას პარიზისთვის უნდა მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ახალ ტენდერში. რუდმა მოითხოვა გადაწყვეტილების საპარლამენტო გამოძიება და აღნიშნა, რომ ავსტრალიელმა გადასახადის გადამხდელებმა უნდა იცოდნენ, ზუსტად როგორ იქნა გადაწყვეტილება მიღებული და რა დაუჯდება ეს მათ.

დატოვე კომენტარი