ავსტრალიის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი - აშშ-ის მხრიდან დაზვერვის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვა სერიოზული ინციდენტი იყო
ავსტრალიის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი - აშშ-ის მხრიდან დაზვერვის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვა სერიოზული ინციდენტი იყო

აშშ-ის მხრიდან დაზვერვის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვა სერიოზული ინციდენტი იყო, – ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა, ანგუს კემპბელმა განაცხადა.

ავსტრალიელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აფასებს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის ხელისუფლება კომუნიკაციაშია პარტნიორებთან, რათა უკეთ გაიგონ ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების პოტენციური შედეგები.

„ინფორმაციის უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხი გადამწყვეტია ეროვნული შესაძლებლობების განვითარებისა და მოკავშირეების, პარტნიორების ნდობისთვის. მე ვაფასებ, რომ ამ სერიოზულ გაჟონვას სერიოზულად იძიებს აშშ-ის ხელისუფლება და ისინი ურთიერთობენ პარტნიორებთან, რათა უკეთ გაიგონ ამ ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების პოტენციური შედეგები“, – განაცხადა ანგუს კემბპელმა.