ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ჯოკოვიჩისთვის ქვეყანაში შესვლაზე სამწლიანი აკრძალვა #1TVSPORT
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარენ ენდრიუსმა დაადასტურა, რომ მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს სამი წლით აეკრძალა ქვეყანაში შესვლა. უფრო ადრე მელბურნის სასამართლომ სერბი ჩოგბურთელის ავსტრალიიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
„ვიზა გააუქმა იმიგრაციის მინისტრმა ჰოუკმა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ფედერალურმა სასამართლომ და შედეგად, ჯოკოვიჩმა მიიღო ქვეყანაში შესვლაზე სამწლიანი აკრძალვა“, – მოჰყავს ენდრიუსის სიტყვები გაზეთ Daily Mail-ს.