ავსტრალიის პოლიცია აცხადებს, რომ მელბურნის ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება
ავსტრალიის პოლიცია აცხადებს, რომ მელბურნის ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება

ავსტრალიის პოლიცია აცხადებს, რომ მელბურნის ინციდენტი, რა დროსაც ავტომობილი ხალხში შევარდა, ტერორიზმს არ უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, მანქანის მძღოლი წარსულში ნარკოდამოკიდებული იყო და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ინციდენტი მელბურნის ცენტრში ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა, სადაც ბევრი მაღაზიაა განთავსებული. შემთხვევის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათგან 13 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 32 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც მანქანას – თეთრ Suzuki 4WD-ს მართავდა. ის ავსტრალიის მოქალაქეა, რომელიც პოლიციისთვის წვრილმანი დანაშაულისთვის იყო ცნობილი.

ამასთან, პოლიციაში განაცხადეს, რომ ინციდენტის ადგილას დაკავებულ მეორე მამაკაცს მომხდართან კავშირი სავარაუდოდ, არ აქვს.