ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მისი არსებობის ისტორიაში მეორედ უცხოელი სპეციალისტი გაწვრთნის. ახალზელანდიელ დეივ რენისთან შეთანხმება მიღწეულია, რასაც ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ადასტურებს. 55 წლის სპეციალისტი ამჟამად „გლაზგო უორიორსის“ მთავარი მწვრთნელი გახლავთ და შოტლანდიურ კლუბს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. 2020 წლიდან კი ავსტრალიის ეროვნულ გუნდს ჩაიბარებს. დეივ რეინის ავსტრალიის რაბის კავშირმა კონტრაქტი 2023 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე გაუფორმა.

„ჩვენ დეივი დიდი ბრძოლის შედეგად დავითანხმეთ და ეს ყველაფერი ბოლო 24 საათში მოხდა. ავსტრალიურმა რაგბიმ ყველაფერი გააკეთა ამისთვის და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დეივ რენიმ ჩვენ აგვირჩია. მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან დარწმუნებულია წარმატებაში ავსტრალიის ნაკრებთან ერთად“, – განაცხადა ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა რაელინ კესტლემ.

ახალზელანდიელი სპეციალისტი „გლაზგო უორიორსში“ 2017 წლიდან მუშაობს. სანაკრებო კარიერას რაც შეეხება, დეივ რენი ახალი ზელანდიის 20 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ დაკავებული თანამდებობა 2019 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ დატოვა, სადაც ავსტრალია ინგლისთან ანგარიშით 16:40 დამარცხდა.