ავსტრალიის ღიას კვალიფიკაცია სხვა ქვეყანაში გაიმართება

11:04, 08.12.2020
MELBOURNE, AUSTRALIA - JANUARY 27:  A general view inside Rod Laver Arena at sunset during the Men's Singles Final match betwen Novak Djokovic of Serbia and Rafael Nadal of Spain during day 14 of the 2019 Australian Open at Melbourne Park on January 27, 2019 in Melbourne, Australia.  (Photo by Scott Barbour/Getty Images)

ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამ აცნობა ჩოგბურთელებს, რომ ავსტრალიის ღია პირველობის წინ საკვალიფიკაციო ტურნირი სხვა ქვეყანაში გაიმართება და ეს 15 იანვრამდე მოხდება. ვარიანტებად განიხილება ახლო აღმოსავლეთი ან ლოს ანჯელესი.

ასევე ირკვევა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ქვეყანაში იგეგმება ოთხი ტურნირის ჩატარება – ორი კაცებში და ორიც ქალებში. ეს მოხდება 1-6 თებერვალს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 8 თებერვალს დაიწყება. ტურნირის სტარტის წინ, მოთამაშეებს ელოდებათ ორკვირიანი კარანტინი, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება ვარჯიში – დღეში ხუთი საათი. ვარჯიშზე ყოფნა შეეძლება ჩოგბურთელის გუნდის მხოლოდ ერთ წევრს. ორი კვირის განმავლობაში, ჩოგბურთელებს კორონავირუსზე ხუთჯერ ჩაუტარებენ ტესტს.

მსგავსი