ავსტრალიის ღია პირველობის ხელმძღვანელობა ქვეყნის მთავრობას ჯოკოვიჩისთვის სამედიცინო გამონაკლისის დაშვებას სთხოვს #1TVSPORT
„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ინარჩუნებს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის შანსს. მელბურნში გასამართი ტურნირის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები დაიწყო ვიქტორიას შტატის მთავრობასთან სერბისთვის სამედიცინო გამონაკლისის დაშვების თაობაზე, რაც მსოფლიოს პირველ ჩოგანს ავსტრალიაში ჩასვლის საშუალებას მისცემს.
ავსტრალიაში მოგზაურობისთვის სავალდებულოა კორონავირუსისგან აცრა, ჯოკოვიჩმა კი რამდენიმეჯერ უარი თქვა ვაქცინაციის შესახებ საკუთარი სტატუსის გაჟღერებაზე. ამ მომენტისთვის ავსტრალიის ღიას ცხრაგზის ჩემპიონი ბელგრადში იმყოფება. ამ დროს კი უარყვეს ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯოკოვიჩი გამოტოვებს გუნდურ ტურნირ ATP Cup-ს, რომელიც ასევე ავსტრალიაში უნდა გაიმართოს. „არანაირი უარი სერბეთის ნაკრების მხრიდან არ ყოფილა“, – განაცხადა Tennis Australia-ს წარმომადგენელმა.