ავსტრალიის ღია პირველობას აზარენკაც გამოტოვებს
ავსტრალიის ღია პირველობას აზარენკაც გამოტოვებს

“დიდი სლემის” რიგით პირველ ტურნირს – ავსტრალიის ღია პირველობას, რომელიც 15 იანვარს, მელბურნში დაიწყება, მორიგი სერიოზული დანაკლისი აქვს. ტურნირზე თამაშს ვერ შეძლებს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა, – ამის შესახებ წერს WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი.

აზარენკას უარი განპირობებულია სასამართლო პროცესით, რომელიც ჩოგბურთელის ვაჟის – ლეოს მეურვეობის საკითხს შეეხება. უფრო ადრე, ვიქტორიამ ამავე მიზეზით ოკლენდის ტურნირი გამოტოვა.

აზარენკა ავსტრალიის ღია პირველობის ორგზის ჩემპიონია. დეკემბერში ტურნირის ორგანიზატორებმა ბელარუსს უაილდ-ქარდი გამოუყვეს, რომელიც, ახლა, სერბ აილა ტომლიანოვიჩს გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ აზარენკას გარდა, ავსტრალიის ღიაზე თამაში იუარეს ამერიკელმა სერენა უილიამსმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ და იაპონელმა კეი ნიშიკორიმ. კითხვის ნიშნის ქვეშ არის მელბურნში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ესპანელი რაფაელ ნადალის გამოსვლა.