ავსტრალიის ღია პირველობა, შესაძლოა, მარტში გაიმართოს
ავსტრალიის ღია პირველობა, შესაძლოა, მარტში გაიმართოს

„დიდი სლემის“ რიგით პირველი ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა, შესაძლოა, 2021 წლის იანვრის ნაცვლად, უფრო გვიან ჩატარდეს კორონავირუსის პანდემიის გამო.

როგორც გაზეთი „ჰერალდ სანი“ წერს, ტურნირი მელბურნში შეიძლება თებერვალში ან მარტში გადაიტანონ. თავდაპირველი ჩატარების ვადები იყო – 2021 წლის 18-31 იანვარი. ვარაუდობდნენ, რომ ჩოგბურთელები ავსტრალიაში ახალ წლამდე ორი კვირით ადრე ჩავიდოდნენ აუცილებელი კარანტინის გასავლელად.

მაგრამ ამის შემდეგ დაიწერა, რომ ავსტრალიის მთავრობა არ შეუშვებდა ჩოგბურთელებს ქვეყანაში 2021 წლის იანვრამდე, რამაც წარმოშვა კიდეც პრობლემები.

ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონები არიან: მამაკაცებში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ქალებში – ამერიკელი სოფია კენინი.