ავსტრალიის ღია, მეოთხე დღე - რაფაელ ნადალმა იოლი მოგებით მესამე წრეში გააღწია
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე სამ სეტში მეორე გამარჯვებას მიაღწია. ესპანელმა ძალიან იოლად გაიარა ამერიკელი მაიკლ მოს ბარიერი, რომელიც მსოფლიოს 177-ე ნომერია. საათსა და 52 წუთში ნადალმა 6:1, 6:4, 6:2 მოიგო.
ესპანელმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკის შანსიც არ მისცა მეტოქეს, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ რვა ქულა წააგო, მეორეზე – შვიდი. ჰქონდა შვიდი ეისი, ოთხი ორმაგი შეცდომა, 40 „ვინერსი“, 24 უნებლიე შეცდომა, 11 ბრეიკ-პოინტი და ხუთი ბრეიკი.
ნადალის მეტოქე 1/16 ფინალში ბრიტანელი კემერონ ნორი იქნება.